აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრებმა USAID-ის შენობებთან აქციები გამართეს

აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრებმა USAID-ის შენობებთან აქციები გამართეს. მათ უფლება არ მიეცათ შესულიყვნენ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შენობაში. ჯგუფს, რომელსაც სენატორი კრის ვან ჰოლენი ხელმძღვანელობდა, განუცხადეს, რომ USAID-ის ადმინისტრატორის ოფისი არ იყო ხელმისაწვდომი შეხვედრისთვის.

კანონმდებლებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას სააგენტოს დახურვის მიმართულებით, ტერიტორია ინციდენტების გარეშე დატოვეს.

„ის, რაც ტრამპმა და მასკმა გააკეთეს, არამხოლოდ არასწორია, ეს უკანონოა. USAID-ი დაარსდა კონგრესის აქტით და მისი დაშლა შესაძლებელია მხოლოდ კონგრესის აქტით“- განაცხადა დემოკრატმა დონ ბეიერმა.

მსგავსი თემები