“ბათუმელების” რედაქტორი მზია ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.
„უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, 12 იანვარს, ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პოლიციელისათვის სილის გარტყმას ედავებიან.