ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ღიაა იშვიათი მინერალების სფეროში პარტნიორების ინვესტიციების მოზიდვისადმი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამის შესახებ სექტემბერში მაშინდელ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთანაც ისაუბრა.
“მართალია, ერთ-ერთი პუნქტი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პუნქტი, რომელიც გამარჯვების გეგმაშია, არის ინვესტიციები, რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლო მინერალებში, საკმარისად გვაქვს ისინი. ხედავთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წლიდან ახდენდა ჩვენი მიწების ოკუპაციას, ნაწილობრივ იქ ნამდვილად იყო ჩვენი სასარგებლო მინერალების დიდი მოცულობა. ღია ვართ იმისთვის, რომ ეს შეიძლება შემუშავებულ იქნას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში, მტერს უკან ხევენ თავისი იარაღით, თავისი ყოფნით, სასანქციო პაკეტებით” – განაცხადა ზელენსკიმ.