შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ სკოლაში სროლის შედეგად, დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, საფრთხე ჯერ კიდევ არის და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და სთხოვა, თავი შეიკავონ შემთხვევის ადგილისკენ გადაადგილებისგან.
დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილიც არის.