“ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანებიდან 8-ს ბრალდება შეეცვალა – გამოძიება მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს: სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება, რაც 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხისა და ოპოზიციის დაშინების მცდეაღლობაა.

“2 თებერვალს თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავეს. ახლა 8 – მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან, ვინაიდან ადმინისტრაციული დარღვევა 4-წლიანი პატიმრობის საფრთხედ იქცა. კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა”, – წერს ზურაბიშვილი.

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან  8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. მათ,  4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი თემები