შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა აცხადებს, რომ უკრაინას და აშშ-ს არ განუხილავთ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა 2025 წლის ბოლომდე. თუმცა მისივე თქმით, თეთრი სახლის გუნდი თუ ამ საკითხს დააყენებს, კიევი მზად არის, განიხილოს.
„ომის დროს ჩვენ ვერ შევძლებთ კენჭისყრისა და კანდიდატების სრული წვდომის უზრუნველყოფას“- განაცხადა ოქსანა მარკაროვამ.
შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინამ არჩევნები ჩაატაროს, თუ უახლოეს თვეებში ზავის მიღწევა გახდება შესაძლებელი.