“სსრკ-ის დაშლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის სრული შემობრუნება შეცდომა იყო”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის სრული შემობრუნება შეცდომა იყო. მისივე თქმით, შეცდომა კარგი გაკვეთილი იყო რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისა და ქვეყნის მცხოვრებლებისთვის.

„სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაიშალა და რუსეთი სუვერენული სახელმწიფო გახდა, სჯეროდა, რომ ეგრეთ წოდებული დასავლური ცივილიზაციის კარი მისთვის ღია იყო და სხვა ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. ახლა ეს უკვე აღიარებულია ყველას მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფო დონეზე“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მსგავსი თემები