დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულთა უფლებადამცველები და ოჯახის წევრები ამ დრომდე რჩებიან. არსებული ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი ზაჰესის წინასწარი დააკვები იზოლატორში გადაიყვანეს. დიღმის სამმართველოში რჩება, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. როგორც მისი ადვოკატი ლევან აბესაძე აცხადებს, უგულავას გზის გადაკეტვის მცდელობა არ ჰქონია.
„სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში, რომ იქ გზის გადაკეტვის განზრახვა არავის ქონია, მით უმეტეს არ ჰქონია უგულავას და დაკავებულებს. თუ გზის გადაკეტვაზე ვსაუბრობთ, პოლიციამ გადაკეტა რამდენიმე შემთხვევაში და რამდენიმე წუთით. სახელდახელოდ მოფიქრებულია მუხლი, როდესაც ორი დღით ადრე სტრატეგიულ ობიექტად აქციეს მაგისტრალი“ – განაცხადა აბესაძემ.
„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებულ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ბრალდება შეეცვალათ და გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება, ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავაა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება 8 მოქალაქის წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.