,,ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება” – იაშვილის კლინიკა

,,ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება”, – აღნიშნულია იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს განცხადებაში.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. ინტოქსიკაციის მიზეზები შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დაბინძურებულია თუ არა წყალი „ბაკურიანი“?!

ბაკურიანის წყლით ბავშვის მოწამვლაზე სურსათის უვნებლობა მოკვლევას ატარებს

მსგავსი თემები