რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაინტერესება უკრაინის იშვიათი ლითონებით არის შეთავაზება კიევისთვის, ამ გზით სამხედრო დახმარება შეიძინოს.
„ეს არის შეთავაზება უკრაინისთვის, რომ დახმარება იყიდოს, ანუ არ გააგრძელოს მისი მიწოდება უსასყიდლოდ, ან სხვა საფუძველზე, არამედ მიაწოდოს კომერციულ საფუძველზე.
სჯობს, ვაშინგტონმა საერთოდ არ გაუწიოს დახმარება უკრაინას და ამით ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას“, – განაცხადა პესკოვმა.