,,ინფო რუსთავის” ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში 24 წლის მამაკაცი დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ე.წ. ვინჩესტერიდან გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა ,,რუსთავში” გადაყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებით დაიწყო.