უკრაინამ დონალდ ტრამპს ბუნებრივ რესურსებზე თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა. ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემა, წერს, რომ უკრაინამ ტრამპს შესთავაზა „სპეციალური პირობები“ საკვანძო რესურსებზე თანამშრომლობისთვის, რაც ხაზს უსვამს მათ რუსეთისა და ირანისგან დაცვის აუცილებლობას.
მედიის ცნობითმ ზელენსკიმ ტრამპს წარუდგინა გეგმის მონახაზი ნიუ-იორკში გასულ სექტემბერს, აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს. იგი მოიცავს კრიტიკული ბუნებრივი რესურსების გაზიარებას დასავლელ პარტნიორებთან, ევროპაში აშშ-ის ჯარების შეცვლას უკრაინული ძალებით და ტრამპისთვის საინვესტიციო სკრინინგის ძალაუფლების შეთავაზებას უკრაინაში ჩინური ბიზნესის ინტერესების დაბლოკვისთვის.
ამ განცხადებას, კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი კომერციულ შეთავაზებას უწოდებს.