რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იუზმს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იუზმს დაარტყეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.

„მტერმა იზიუმს დაარტყა. ამ ადგილას სამხედრო ობიექტი არ არის. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს“ – აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.

 

მსგავსი თემები