“სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში!”- მიხაილ როთი

“გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის”- წერს გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალური ქსელში.

ის საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აზიარებს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის. მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. იმოქმედეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ჩაგვრაზე, დემოკრატიის განადგურებაზე!“ – წერს როთი.

კაია კალასმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია და რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.

მსგავსი თემები