ბაკურიანის წყლით ბავშვის მოწამვლაზე სურსათის უვნებლობა მოკვლევას ატარებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვის სავარაუდო წყლით – „ბაკურიანი ციდა“, ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში მოქალქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „წყალი ბაკურიანი“ დაბინძურებულია. ისინი წერენ, რომ  წყალში ზედმეტი რაოდენობით თუთია გაიპარა და მოწამლულია არაერთი ადამიანი.

თავის მხრივ,  კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალი შეამოწმეს და დარღვევა არ ფიქსირდება.

დაბინძურებულია თუ არა წყალი „ბაკურიანი“?!

 

 

მსგავსი თემები