ევროპელი პარლამენტარები მზია ამაღლობლის გათავისუფლებას მოითხოვენ

ევროპელი პარლამენტარები და პოლიტიკოსები “ბათუმელების” რედაქტორის მზია ამაღლობლის გათავისუფლების მოთხოვნით გამოდიან. შესაბამის განცხადებას ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო ავრცელებს.

„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპელი პარლამენტარები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე მიყენებულ შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

მსგავსი თემები