ავსტრალიაში, აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოპულარულ ტურისტულ ზონაში მოზარდს ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. მიღებული ტრავმების შედეგად, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
“ქალი ბანაობდა, როცა ზვიგენმა დაკბინა… მან სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა”- აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
CNN-ი ცნობით, პოლიცია გარდაცვლილი მოზარდის ასაკს არ ასაჯაროებს, თუმცა ადგილობრივი მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ მოზარდი 17 წლის იყო.