“ილონ მასკი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი მათი ნებრათვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს.

“ილონი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და არც გააკეთებს. მას ნებართვას იქ მივცემთ, სადაც საჭირო იქნება. სადაც ეს მართებული არ იქნება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. სადაც ვთვლით, რომ კონფლიქტი ან პრობლემა არსებობს, ჩვენ ამასთან მიახლოების უფლებას არ მივცემთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

გუშინ, ვაშინგტონში USAID-ის შტაბ-ბინა დაიხურა, ხოლო სააგენტოს თანამშრომლებს აცნობეს, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ. გადაწყვეტილება „დემოკრატმა“ კონგრესმენებმა შტაბ-ბინასთან გააპროტესტეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

მსგავსი თემები