საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ USAID-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, „ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოში რევოლუციის დაფინანსება და ლობირება ხდებოდა“.
„პირდაპირ ხელის გულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელების ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას. სამწუხაროა, ასევე აშშ-ის დღევანდელი საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად ცდება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას. გუშინ საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით თუ რა ღირებულებებს და მიდგომებს იზიარებენ ისინი. სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, რა დამოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს.
მაგალითად, ოჯახურ ღირებულებებთან და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. რა დამოკიდებულება აქვთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, USAID-ის ასე მავნებლურად ნახარჯ თანხებთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით. ეს ხომ გაცხადებული პოზიციაა. ცოდნა დამიწუნეს. არც ერთი სიტყვა არ იყო რეალურად იმ საბედნიეროდ შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის და მარკო რუბიოს მხრიდან“ – განაცხადა მდინარაძემ.