საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ეხმიანება. ზურაბიშვილი წერს, რომ ჯარიმების გაზრდა და საპროტესტო აქციების გარკვეულ ადგილებში აკრძალვა რეპრესიული ზომებია.
„გარესამყარო ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ როგორ აქცევს ერთი ადამიანი თავის ერთპარტიულ სისტემას პუტინის რუსეთის იმიტაციად. დღეს პარტიამ ახალი რეპრესიული ზომების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდა ჯარიმები, პატიმრობის ვადები, აკრძალა საპროტესტო აქციები, თუნდაც კერძო სივრცეში!“ – წერს ზურაბიშვილი.