ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს აღიარება მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა. მას გინესის სერტიფიკატები და მედალი საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გადასცეს.

ნინო სალუქვაძეს 1988-დან დღემდე ზედიზედ 10 ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

 

მსგავსი თემები