დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ

ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრისთვის ემზადებიან. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, კრემლი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს განიხილავს შესაძლო ადგილებად დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის გამართვისთვის. სააგენტო ამ ცნობას ავრცელებს რუსეთის ორ წყაროზე დაყრდნობით.

რუსეთის ოფიციალური პირები მუდმივად უარყოფენ პირდაპირ კონტაქტებს აშშ-ის წარმომადგენლებთან, ტრამპსა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესათანხმებლად. თუმცა რუსეთის მაღალჩინოსნები ბოლო კვირებში ჩავიდნენ როგორც საუდის არაბეთში, ისე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – ამბობენ წყაროები, რომლებიც სააგენტოს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.

 

მსგავსი თემები