უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოლაპარაკებების გარეშე უკრაინას ემუქრება საფრთხე, ევროკავშირის ავღანეთად გადაიქცეს.
„საჭირო იყო კონფლიქტის დაუყოვნებლივი იზოლირება, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მოლაპარაკებების დაწყება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკრაინის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ დავიწყებდით ფართომასშტაბიან ომს. ეს არ იყო ვარიანტი. დღეს უკრაინის დახმარების ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა“ – განაცხადა ორბანმა.
მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ დასავლეთმა უკრაინას არასაკმარისი იარაღი მიაწოდა. ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი დაკავებული ტერიტორიებით არ დაკმაყოფილდება და წინ წაიწევს.
„არავინ იცის, რა ხდება პუტინის თავში. აზრი არ აქვს სპეკულაციებს, მაგრამ ახლა დიპლომატია გვჭირდება. ევროპელები მიიჩნევენ, რომ მორალურად არ არის სწორი მოლაპარაკებების წარმოება. ეს აბსურდია. ეს არის ის, რაც ომში უნდა გააკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განადგურებამდე გაგრძელდება და უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი“- განაცხადა ორბანმა.