CBS News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა. გამოცემის ცნობით, ორგანიზაციის სრულიად დახურვის იდეას ტრამპის რამდენიმე მრჩეველი არ დაეთანხმა.
გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა სააგენტო კვლავ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად დარჩება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა USAID-ს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.