საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამემტთან შეიკრიბნენ. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს. მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.