„დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს”- ჯეიმს მაკკლირი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება აცხადებს, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭირონ.

„დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. ამ შაბათ-კვირას, საქართველოში ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილის, პუტინის ოლიგარქი მარიონეტის, წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდეთ“- წერს მაკკლირი.

მსგავსი თემები