აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკის პრეზიდენტთან მეგობრული საუბარი ჰქონდა და ის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა.
„მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა. ამ ჯარისკაცებს ჩვენს ქვეყანაში ფენტანილისა და არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერება დაევალებათ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ტარიფები ერთი თვით დაუყოვნებლივ შევაჩეროთ, რა დროშიც ჩვენ მოლაპარაკებები გვექნება“, – წერს დონალდ ტრამპი.