“ბატონი მდინარაძის განცხადებები მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. სალჩოში აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადებები მცდარია და ცოდნას მოკლებული.

„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები განსხვავდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან. მდინარაძის თქმით, „ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში“.

მსგავსი თემები