საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაგაპატიმრებენ ან დაგაჯარიმებენ

კანონმდებლობა მკაცრდება. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

მაგალითად, თუ საჯარო მოხელეს „მონას“; „გაუნათლებელს“, „უდიპლომოს“, კორუმპირებულს და ასე შემდეგ, უწოდებთ, 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე დაჯარიმდებით ან 45 დღით დაგაპატიმრებენ.

ამავე პროექტით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

 

მსგავსი თემები