გავიცნოთ ყველასათვის საოცნებო ტიბეტის აღმოსავლეთ ნაწილი – ქალაქი ნიინკჩი, რომელსაც “აღმოსავლეთ ტიბეტის შვეიცარიის ალპებს“ უწოდებენ. ტიბეტი, ზოგადად არის საოცრად ტყიანი, მწვანე რეგიონი, თუმცა, აღმოსავლეთ ნაწილი განსაკუთრებულია ულამაზესი ბუნებით, მთის მწვერვალებით, ხე-მცენარეებით, ტბებით, მდინარეებითა და ჩანჩქერებით.
საოცარია პასუმ თსოს ტბა პატარა კუნძულით, ქადინგკოუს ველი თავისი 200 მეტრ სიმაღლის თიანფოს ჩანჩქერით.
ასევე, ხეობაში მდებარეობს პასუმცოს ტბა, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ის გარშემორტყმულია უმაღლესი მთის მწვერვალებითა და აყვავებულ ხეებით, მას ზურმუხტის ხეობას და მწვანე წყალსაც კი უწოდებენ. ტბის ზემო წელზე მდებარე მყინვარები მტკნარი წყლის მუდმივ მარაგს უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ხე-მცენარეებს, ტერიტორია სავსეა ნეკერჩხლებით, არყის, ფიჭვის, კიპაროსისა და აზალიას ხეებით.
ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ქადინგკოუს ველი, საიდანაც ულამაზესი სანახავია თიანფოს ჩანჩქერი, რომელიც კლდეებსა ციცაბო მთების შუა გულში ჩამოედინება. ისეთი სანახავია, თითქოს ციდან მოდის ჩანჩქერი.
ნიინკჩი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 3040 მეტრია, რაც ყველაზე დაბალია ტიბეტის სხვა პრეფექტურებთან შედარებით. ის ჰიმალაისა და ნიანცენთანგლხა მთებს შორისაა მოქცეული და “აღმოსავლეთ ტიბეტის შვეიცარიის ალპებსაც“ უწოდებენ.