სირიის ქალაქ მანბიჯში ტერაქტს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ მანბიჯში მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებული კი ათობით ადამიანია.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი მთავარ გზაზე აფეთქდა. დაღუპულთაგან 14 ქალია, დაშავებულთა შორისაც, სულ მცირე, 15 ქალია. ისინი დანაღმული მანქანის გვერდით მიმავალი ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. ეს გასული სამი დღის განმავლობაში, უკვე მეორე ტერაქტია მანბიჯში. შაბათს მომხდარ ტერაქტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ცხრა დაშავდა.

მსგავსი თემები