დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დევნილებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრებელი და მათი უმეტესობა ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს.
მათივე თქმით, 27 იანვარს 44 წლის კაცმა, ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის დევნილი იყო და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერი: ,,კორუფცია კლავს”.