საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მას ბრალი, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაზე ჰქონდა წარდგენილი. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.

მსგავსი თემები