,,დღეს აშშ-ის ლიდერები, საუბრობენ იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა” – მამუკა მდინარაძე

,,დღეს აშშ-ის ლიდერები, საუბრობენ იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როდესაც ჩვენ პირველად გამჭვირვალობის კანონზე დავიწყეთ საუბარი და დაინიცირდა უმრავლესობის რიგებიდან, მაშინ, როგორც გარედან, ასევე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის რა მასშტაბი იყო, ყველას ახსოვს, პირველ წელს ვერც კი შევძელით ამის გატანა. ეს არის ფაქტი. ამაზე არგუმენტი იყო, მეგობრები რომ გეხმარებიან, როგორ კადრულობთ ამას, ამიტომ არის რუსული მიდგომაო. დღეს აშშ-ის ლიდერები, პირველი პირი, ტრამპი საუბრობს იმ დიდი ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა. ჩვენ ამერიკულ ფულს ბოროტებას არ ვუწოდებდით.

დღეს ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება. მასკის მიერ გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ჩანს საქართველოს მოვლენებიც, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა. ჩვენ რაც არ გვილაპარაკია, ისიც კი აშშ-დან წამოვიდა”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, USAID-ის და „ნედის“ არაერთი მილიონი ხმარდებოდა საქართველოში ხალხის ნების უგულებელყოფას და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას.

,,დღეს ალბათ კიდევ მეტად შეგვიძლია, დავაფასოთ ერთმანეთის ღვაწლი საკუთარი სამშობლოს წინაშე, თურმე, როგორ მაგრად დამდგარა საქართველო და შესაბამისად მისი არჩეული ხელისუფლება, რისთვის გაგვიძლია, რა გადაგვიტანია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოახერხა, რომ აღნიშნული მოვლენები თავიდან აეცილებინა.

მსგავსი თემები