მამუკა მდინარაძის განცხადებით, შიმშილობს გამო გათავისუფლებული პატიმარი სახელმწიფოს მტერია. მისი თქმით, მზია ამაღლობელმა ჭამა უნდა დაიწყოს.
„ნაცები“ მის სიკვდილს ნატრობს და ოცნებობს. სუბიექტური რომ ვიყო, არც ერთ ჩვენგანს არ უნდა ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის“. გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ჯერ სტიკერი დააკრა პოლიციას, ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. კონკრეტულად პოლიციის უფროსთან მივიდა ქალბატონი მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით გააკავა რომ კარგად შემოერტყა და მერე შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა დემონსტრაციულად“ – აღნიშნა მან.