„ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი“ – მამუკა მდინარაძე მოშიმშილე მზია ამაღლობელზე

მამუკა მდინარაძემ მოშიმშილე ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მან ჭამა უნდა დაიწყოს.

„ისე წარმოგვიჩენენ, რომ თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანია ის. გასაგებია შიმშილობს და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი, ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი, სახელნწიფო დაშანტაჟების შემთხვევაში, არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია“ – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ უნდათ რომ ის კარგად იყოს, შიმშილობისკენ კი არ უნდა მოუწოდონ, უნდა მოუწოდონ რომ თავის ტავს მიხედოს. “შიმშილობისგამო გათავისუფოებული აედამიანი სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანია” – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები