,,წვრილმანი ხულიგნობისთვის პატიმრობა 60 დღემდე იზრდება. ასევე, იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვის კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.
უკვე დაინიცირებულია ამ ინიციატივის პირველი ნაწილი. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები. მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება.
წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებისთვის და მსგავსი დარღვევებისთვსი ჯარიმები იზრდება და იზრდება პატიმრობის ვადა 60 დღემდე”, – განაცხადა მდინარაძემ.