თურქეთში, ქალაქ შანლიურფას ბირეჯიკის რაიონში, სატვირთო ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც სატვირთო და რამდენიმე სხვა სატრანსპორტო საშუალება ხიდიდან გადავარდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.