ბერლინში კონსერვატორების მიერ შეთავაზებული მიგრაციის კანონის გამკაცრების გეგმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ბერლინის პოლიციის ცნობით, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ბუნდესტაგის ქვედა პალატის გვერდით, დაახლოებით 160 000 ადამიანი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით : „არავითარი თანამშრომლობა AfD-სთან”, ,,მერც, წადი სახლში, გრცხვენოდეს!”.
კანონპროექტი, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს, კონსერვატორთა ლიდერმა, გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკიდან, ფრიდრიხ მერცმა, AfD-ის მხარდაჭერით წარადგინა, Reuters-ი წერს, რომ მერცმა ამით ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობის წინააღმდეგ ტაბუ დაარღვია.