თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით მსვლელობა დაიწყო – ვითარება პერიოდულად იძაბება

თბილისის შემოსასვლელთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით მიემართებიან. პროტესტის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ აქვთ დაკავებული. გარკვეულ მონაკვეთზე კი, საავტომობილო მოძრაობა გრძელდება.

საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება. დააკავეს რამდენიმე მონაწილე. დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. დაშავებული მოქალქეები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან გაიყვანა.

 

 

მსგავსი თემები