აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავეს, მათ შორის ნიკა მელია და გიგი უგულავა

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირებაა. სიტუაცია აქ მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხვადსხვა ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეებმა სცადეს გაერთიანება და მსვლელობის გაგრძელება. სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიის ლიდერები ნიკა მელია და გიგი უგულავა გაიყვანეს. ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს, თუმცა ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ.

„სიმართლე უპირისპირდება სიყალბეს. რაოდენობა არის რეჟიმის წინააღმდეგ“- თქვა მელიამ.

შეგახსნებთ, რომ თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალი რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო, თუმცა მალევე ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ორ ნაწილად დაყოფა და მათი გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა მოახერხა.

მსგავსი თემები