“თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება იყო. შეკრებილებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის საშუალებასაც პოლიცია მათ არ აძლევდა. მოქალქეებს პერიოდულად აფრთხილებდნენ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს, სამოქალაქო სასამართლოს მიმართულებით. ისმის შეძახილები: „რუსებო“, „მონებო“.
გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქეების რაოდენობა ბევრია, ისინი გზის სავალ ნაწილს კეტავენ.
სამართალდამცველები გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არიან განლაგებული.