“აშშ-ს უკრაინაში არჩევნების ჩატარება წლის ბოლომდე სურს”- კიტ კელოგი

დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე. ინფორმაციას Reuters-სი ავრცელებს. სააგენტო კიტ კელოგზე დაყრდნობით წერ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც შეჩერებულია რუსეთთან ომის დროს, უნდა ჩატარდეს.

“შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში.

დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობას აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება“ – აღნიშნა კიტ კელოგმა.

მსგავსი თემები