რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა რომ ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და და აშშ-ს ახალ პრეზიდენტს შორის დავა მიდინარეობს. მისი მტკიცებით, ევროპა სიამოვნებით ასრულებდა ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ჯო ბაიდენის დროს.
„ამჟამად მიმდინარეობს რაღაც დავა ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. შეიცვალა რამე ბაიდენის დროიდან? არაფერი შეცვლილა. ისინი სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ბაიდენის დროს“ – აღნიშნა პუტინმა.