იმ ტერიტორიებზე, სადაც მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, მოქალაქეები “თბილისი მოლთან” შეიკრიბებიან და თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ. მოლის ტერიტორიაზე მარშით მივლენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
აქციებთან დაკავშირებით შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.
“სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში”- შსს-ს განცხადება