გაზაფხულის ფესტივალზე, ინსპექტირებისთვის, სი ძინპინი  პროვინციებში ჩავიდა

 

პროვინცია ლიანონგი, ქალაქები: ხულუტაო, შენიანგ, პენსი  და სხვა, მოიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაზაფხულის ფესტივალის პერიოდში. სი ძინპინი შეხვდა მოსახლეობას, მათ შორის, სტიქიით დაზარალებულებს და ასევე, ამ ვიზიტს ჰქონდა ინცპექტირების ფუნქციაც.

მან ჩინური ახალი წელი და  საგაზაფხულო ფესტივალი მოულოცა ყველა ეთნიკური ჯგუფს და ჯანმრთელობა, სამსახურში წარმატებები, ოჯახური ბედნიერება უსურვა გველის წელს.

22-დან 24 იანვრამდე სი ძინპინი ქალაქებში – ხულუტაო, შენიანგ, პენსი ჩავიდა ბაზრის, თემისა და საწარმოს სიღრმისეული ინსპექტირების მიზნით.

შემდეგ კი გაემგზავრა სოფელი ჭუძიაკოუში,  სუიწუნგის ოლქში. შარშან ეს სოფელი დაიტბორა და 41 დაზარალებული ოჯახი ახალ საცხოვრებელში გადაიყვანეს.   პრეზიდენტმა დაათვალიერა გაესაუბრა დაზარალებულ მოსახლეობას.

მან ოფიციალურ პირებს მოუწოდა, უზრუნველყონ სოფლის მაცხოვრებლების კეთილდღეობა და დარწმუნდნენ, რომ ისინი ზამთარს თბილად გაატარებენ.

ის ასევე შეხვდა სოფელ ჭუ სიცუნისა და ვანგ პაოვეის მოსახლეობას. დაათვალიერა მათი საცხოვრებელი სახლები და ჰკითხა მათ იყო თუ არა გადაცემული სახელმწიფო სუბსიდიები შესაფერისი.

პროვინციის დედაქალაქში სი ძინპინმა კვების ბაზარი დაათვალიერა. გაესაუბრა როგორც ვაჭრებს, ისე მომხმარებლებს. ადგილობრივები გახარებულები იყვნენ პრეზიდენტის ხილვით.

საგაზაფხულო ფესტივალის პერიოდში, სი ძინპინმა არაერთი პროვინცია, ქალაქი თუ სოფელი მოინახულა, ინსპექტირება ჩაატარა სხვადასხვა ობიექტზე და მოისმინა ადგლობრივების პოზიციები.

მსგავსი თემები