ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მოუწოდებს გერმანიას, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და იარაღის წარმოება. რუტეს თქმით, მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათ შვილებს სკოლებში რუსულის სწავლა არ მოუწიოთ.
„რუსულის გაკვეთილები არ იქნება, თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მივიღოთ წელს“, – განაცხადა რუტემ.
მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ბერლინმა კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა გაუწია უკრაინას.