აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს ჩინეთშიც უპასუხეს

აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების მიერ არასწორი მოქმედების საპასუხოდ, ჩინეთი წარადგენს საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) და მიიღებს შესაბამის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომ მტკიცედ დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები.

„აშშ-ის მხრიდან დამატებითი ტარიფის ცალმხრივი დაკისრება სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ვერ შეძლებს საკუთარი პრობლემების მოგვარებას, არამედ შეაფერხებს ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები