პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ. ასპარეზობა თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

მედლებისთვის იბრძოლებენ ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე (ორივე 81 კგ), ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ), საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ).

პარიზის გრანდ სლემზე 2 თებერვალს მამაკაცთა შორის – 81, 90, 100 და +100, ხოლო ქალებში 70, 78 და +78 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები იჭიდავებენ.

მსგავსი თემები