“ამერიკული ტარიფების მსგავსად, ჩვენი პასუხი ასევე შორს მიმავალი იქნება”- ჯასტინ ტრუდო

კანადა აშშ-ს საპასუხო 25-პროცენტიან ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ,  კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისივე თქმით, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება 155 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, მათ შორის 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები 4 თებერვლიდან ამოქმედდება, დანარჩენი 125 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები კი შემდეგ 21 დღეში.

„ამერიკული ტარიფების მსგავსად, ჩვენი პასუხი ასევე შორს მიმავალი იქნება და მოიცავს ყოველდღიურ ნივთებს, როგორიცაა ამერიკული ლუდი, ღვინო და ბურბონი. ხილი და ხილის წვენები ფორთოხლის წვენის ჩათვლით, ბოსტნეულთან ერთად, სუნამოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მასში შედის სამომხმარებლო პროდუქტები, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სპორტული აღჭურვილობა, მასალები, ხე და პლასტმასები, ასევე ბევრად მეტი რამ. როგორც უკვე ვთქვი, თუ პრეზიდენტ ტრამპს სურს შეერთებული შტატების ახალი ოქროს ხანა, უკეთესი გზაა პარტნიორობა კანადასთან, და არა ჩვენი დასჯა“ – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მსგავსი თემები